FAQ

ავტორიზაციის საბჭოს წევრების საინფორმაციო სემინარი

24 აგვისტო 2015

2015 წლის 20 აგვისტოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებისათვის საინფორმაციო სემინარი ჩატარდა. საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების საფუძველზე დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციასთან დაკავშირებული სპეციფიკის თაობაზე.

პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიმდინარე წელს მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იწყება. უკვე 54 ახალი პროფესიული სტანდარტი და შესაბამისი ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც შექმნილ მოდულურ პროგრამებს პროფესიული და უამაღლესი საგანმანათლებლო დაწსებულებები თვითშეფასების გზით დაიმატებენ.

 

ავტორიზაციის საბჭოს წევრების საინფორმაციო სემინარი