2015 წლის 21-23 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვლიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში ჩართული დაწესებულებების მასწავლებლებისათვის მეწარმეობის ზოგადი სავალდებულო მოდულის სწავლებაში სემინარი ჩატარდა. სემინარი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 40-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა.
სემინარის მონაწილეებმა შეიმუშავეს მოდულის განხორციელების კალენდარული გეგმის, სწავლების მიდგომებისა და შეფასების ინსტრუმენტების პროექტები. მოხდა ახალი სახელმძღვანელოსა და სხვა საგანმანათლებლო რესურსების პრეზენტაცია.
ეს აქტივობა მოდულური პროგრამების დანერგვისათვის უმნიშვნელოვანესია. რაც შეიძლება მეტმა განმახორციელებელმა პირმა უნდა გაითავისოს მოდულური მიდგომის სპეციფიკა და მისი უაღრესად პოზიტიური ხასიათი. მსგავს სემინარებს სხვა მოდულების სწავლებაშიც განვახორციელებთ, რაც მასწავლებლის სახლის მიერ დაგეგემილ სხვა მასშტაბურ ღონისძიებებთან ერთად მოდულური პროგრამების წარმატებით დანერგვის წინაპირობებს შექმნის- განაცხადა პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ.