24 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გაიმართა აგრარული მიმართულებების სპეციალობების პროფესიულ სტანდარტებთან და მოდულურ პროგრამებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გაეროს განვითარების პროგრამების ფარგლებში მომზადებული რვა მოდულური პროგრამის დანერგვის, ასევე აგრარულ სფეროში ახალი პროფესიების ინიცირებისა და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.