2015 წლის 31 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოცხადების შემდგომ მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესასრულებელი ეტაპები.