გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის შესაბამისი ბრძანებებით დამტკიცდა შემდეგი დოკუმენტები:
1) „უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესი“;
2) „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსი“;
3) „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობის და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი“.
ცენტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული სამართლებრივი აქტები ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფასა და შესაბამისი მექანიზმების დახვეწას.