FAQ

პროექტ - „განათლების ხარისხი და ელექტრონული მართვა“ - მეორე ფაზა იწყება

4 სექტემბერი 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში UNDP-ის მიერ დაფინანსებულ პროექტთან - „განათლების ხარისხი და ელექტრონული მართვა“ - დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორი გიორგი შარვაშიძე, ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორი ლაშა ვერულავა.

პროექტის ხელმძღვანელმა სანდრო შელიამ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორმა ლაშა ვერულავამ პროექტის მეორე ფაზაში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.

სანდრო შელიამ აღნიშნა, რომ „განათლების ხარისხი და ელექტრონული მართვის პროექტით“ განსაზღვრული ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით ელექტრონული მართვის კონცეფციისა და ინტეგრირებული ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისად გაუმჯობესდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორცილებეული ოპერაციების ხარისხი.

შემუშავდება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ავტომატურს გახდის ცენტრის ყველა ოპერაციას და მოიცავს ინტერფეისებს არა მხოლოდ თანამშრომელთათვის, არამედსტუდენტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და რიგითი მოქალაქეებისთვის,რომლებსაც ცენტრი ემსახურება.

პროექტ - „განათლების ხარისხი და ელექტრონული მართვა“ - მეორე ფაზა იწყება