2013 წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქი ლაიპციგი გლობალურ პროფესიულ საგანმანათლებლო მოვლენას უმასპინძლებს. აქ WorldSkills-ის 42-ე კონკურსი ჩატარდება, რომელშიც საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დღეს გაიმართა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოში გერმანიის ბიზნესის ასოციაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმები და გაიმართა მსჯელობა WorldSkills-ის კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო საკითხების მოსაგვარებლად.
WorldSkills-ის კონკურსში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას და პოპულარიზაციას და კიდევ უფრო გაზრდის პროფესიული განათლების მნიშვნელობას.