FAQ

კონკურსი ცხადდება

1 დეკემბერი 2012


2013 წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქი ლაიპციგი გლობალურ პროფესიულ საგანმანათლებლო ღონისძიებას უმასპინძლებს. აქ WorldSkills International-ის 42-ე კონკურსი ჩატარდება, რომელშიც საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას.

WorldSkills International-ში მონაწილე კანდიდატების შიდა შესარჩევ კონკურსს ჩაატარებენ WorldSkills Georgia და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

კონკურსი ჩატარდება სამ პროფესიაში - შემდუღებლები, მზარეულები და ვებდიზაინერები. კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან ყველაზე პერსპექტიული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კონკურსანტები, რომელთაც საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პოტენციალი ექნებათ.

კონკურსი ჩატარდება 2013 წლის 16-17 თებერვალს.



კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს ან ნებისმიერ მსურველს, ვისაც მიაჩნია, რომ კონკურსისთვის აუცილებელ ქვემოთ ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
  • ასაკი: 21 წლის (2013 წლის ივლისამდე კონკურსანტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 22 წელს);
  • კონკურსის მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეს ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;



შემდუღებელი - პროფესიის აღწერილობა

 

შედუღება არის ორი ან მეტი მასალის კავშირი/ნაერთი წარმოქმნილი გახურებით ან/და წნევით. ის არის მეტად ეკონომიური და ეფექტური გზა მასალების მუდმივი შეერთებისთვის. შემდუღებელი არის ოსტატი რომელსაც აქვს უნარი შეასრულოს მასალების შედუღება. სხვადასხვა ტიპის მასალის შედუღება საჭიროებს შედუღების შესაბამის პროცეს. იმისთვის რომ მიღწეული იყოს ხარისხის სათანადო მოთხოვნა შემდუღებელს უნდა შეეძლოს ერკვეოდეს ნახაზებში, სტანდარტებსა და შედუღების სიმბოლოებში, მიმართავდეს საჭირო შედუღების პროცეს და ერკვეოდეს მასალის თვისებებში. ასევე აუცილებელია  გააჩნდეს ცოდნა შედუღების უსაფრთხოდ წარმოებისა.

ეს ხელობა მოიცავს კომპონენტების, სტრუქტურების, ლითონის ფურცლების, მილების და წნევის ავზების შედუღებას.

შედუღების პოზიციები და შედუღების შემოწმება უნდა ხდებოდეს International Standard Organization (ISO)-ს და American Welding Society (AWS)–ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. 


შემდუღებელმა უნდა შეძლოს:

 

•   დაიცვას უსაფრთხოების წესები;
•   ელექტრო ინსტრუმენტების თუ ხელსაწყოების უსაფრთხო და სწორი გამოყენება;
•   ნახაზების და სპეციფიკაციების გარჩევა/წაკითხვა;
•   შედუღების აპარატის გაწყობა/გამოყენება მწარმოებლის სპეციფიკაციის მიხევით;
•   შეარჩიოს საჭირო შედუღების პროცესი როგორც მითითებულია ნახაზზე;
•   გამართოს და დაარეგულიროს შედუღების საჭირო პარამეტრები მაგ: შედუღების პოლარობა, ამპერაჟი, ვოლტაჟი, მავთულის მიწოდების სიჩქარე, სვლის სიჩქარე, ელექტროდის დახრა და ა.შ.;
•   ლითონის ფირფიტის და მილის შედუღება ყველა პოზიციაში მითითებული შედუღების პროცესის მეშვეობით;
•   შეადუღოს ლითონის ფირფიტა და დეტალები (MMA) (111) ელექტრო რკალური შედუღების პროცესით;
•   შეადუღოს ლითონის ფირფიტა და დეტალები (GMAW) (135) ნახევრად ავტომატური ელექტრო რკალური შედუღების პროცესით CO2 კარბონის დიოქსიდის აირის გამოყენებით;
•   შეადუღოს ლითონის ფირფიტა და დეტალები (FCAW) (136) ნახევრად ავტომატური ელექტრო რკალური შედუღების პროცესით; 
•   შეადუღოს ლითონის ფირფიტა და დეტალები (TIG) (141) ელექტრო რკალური შედუღების პროცესით კერძოდ ვოლფრამის ელექტროდის და ინერტული აირის –  არგონის გამოყენებით;
•   შეადუღოს უჯანგავი ლითონის ფირფიტა და დეტალები (TIG) (141) ელექტრო რკალური შედუღების პროცესით კერძოდ ვოლფრამის ელექტროდის და ინერტული აირის – არგონის გამოყენებით;
•   შეადუღოს ალუმინის ფურცელი და დეტალები (TIG) (141) ელექტრო რკალური შედუღების პროცესით კერძოდ ვოლფრამის ელექტროდის და ინერტული აირის – არგონის გამოყენებით;
•   მოამზადოს დეტალები შედუღებისთვის;
•   შეარჩიოს შესაბამისი ტიპის და ზომის ელექტროდი შერჩეული შედუღების პროცესისა შეერთების ადგილის კონფიგურაციის გათვალისწინებით;
•   გაასუფთაოს შესრულებული სამუშაო რკინის ჯაგრისით, ქლიბით და ა.შ. 

 

მზარეული - პროფესიის აღწერილობა

 

კვების მრეწველობა მოიცავს მზარეულის დასაქმების შესაძლებლობების ფართო და საინტერესო სპექტრს. დაწესებულების ტიპიდან გამომდინარე სპეციფიური მოვალეობები კი განსხვავდება, მაგრამ სწორედ მზარეულის პასუხისმგებლობას წარმოადგენს ისეთი საკვების მომზადება, რომელიც მიმზიდველიცაა და ნოყიერიც. მზარეული, ასევე, პასუხისმგებელია საკვების ფასების კალკულაციაზე, უსაფრთხოებასა და სანიტარული პირობების უზრუნველყოფაზე.

კულტურის, ჯანმრთელობისა და რელიგიის საკითხებიდან გამომდინარე სპეციალური დიეტების საჭიროებების გაცნობიერება ამ სამუშაოს უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ჯანდაცვის სფეროს დაწესებულებებში მზარეულები პაციენტებისთვის  ამზადებენ სპეციალურ საჭმელებს, რაც დიეტოლოგებისა თუ შეფების მითითებებს ეფუძნება. მზარეულები ასევე ზედამხედველობას უწევენ სამზარეულოს დამხმარე პირებს, და შეუძლიათ ზედამხედველობა გაუწიონ პერსონალს საკვების მომზადების, დამუშავებისა და კეთების პროცესში.

 

მზარეულმა უნდა შეძლოს:

•    სხვადასხვა მრავალფეროვანი საკვების მომზადება და შენელება რეცეპტების მიხედვით;
•    ახალი რეცეპტების შექმნა და შემოწმება;
•    საკვების მომზადებასთან დაკავშირებული აღჭურვილობის გამოყენება;
•    ხორცის დაჭრა, პორციების ზომათა დადგენა, საკვების მომზადება და პორციების სოუსებით, გარნირებითა და საკმაზით გაწყობა;
•    დესერტებისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;
•    ა-ლა ფურშეტების, ლანგრებისა და ექსპონატების მომზადება;
•    მენიუს დაგეგმვის ზედამხედველობა, საჭირო საკვების შეფასება და საწყობებიდან თუ მომწოდებლებისგან შეძენა სამზარეულოს საკვების მარაგების შესანარჩუნებლად;
•    ბიუჯეტის მომზადება და მისი დაცვა;
•    სამზარეულოს პერსონალის ზედამხედველობა.

 


ვებდიზაინერი

ვებდიზაინი საკმაოდ ახალი პროფესიაა, რომელიც ითვალისწინებს ვებგვერდების შექმნასა და მხარდაჭერას. ვებდიზაინერი იყენებს კომპიუტერულ პროგრამებს, რათა შექმნას სხვა გვერდების ბმულების შემცველი გვერდები, გრაფიკული ელემენტები, ტექსტები და ფოტოები. ამ ელემენტების მაკეტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც სკრიპტი ან ნახაზები ქაღალდზე. სამუშაოს შესრულებისას დიზაინერი იცავს საავტორო უფლებებსა და ეთიკურ საკითხებს.

დღესდღეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვებდიზაინერობა სცადოს, რაც დიდ გავლენას ახდენს პროფესიონალ დიზაინერებზე. იმისათვის, რომ მომხმარებლის ინტერესი და ვებგვერდზე დარჩენის სურვილი გამოიწვიოს, ვებდიზაინერმა უნდა შეიწავლოს და გამოიყენოს ახალი ტექნიკა ორიგინალური გადაწყვეტილებების მისაღებად. პროფესიონალური (და არა მოყვარული) ვებგვერდების საშუალებით მომხმარებლის მოზიდვით ინტერნეტი შესაძლოა იქცეს კორპორტიული კომუნიკაციის, მარკეტინგისა და კომერციის მნიშვნელოვან პლატფორმად.

ვებდიზაინერი ფლობს ტექნოლოგიებსა და შესაბამის მხატვრული ღირებულებებს. ტექნოლოგიები გამოიყენება ვებგვერდის ფუნქციების ავტომატიზების და შინაარსის ადმინისტრატორის მუშაობის ხელშესაწყობად. ფერების, შრიფტების,  შემოქმედებითი უნარების ფართო სპექტრი საჭიროა გრაფიკის დიზაინზე მუშაობის და მათი ვებგვერდზე განლაგების პროცესში. სამომხმარებლო ინტერფეისის ეფექტური დაგეგმვა უზრუნველყოფს ვებგვერდის გამოყენებადობას. ვებდიზაინერი უნდა იცნობდეს პროექტებზე მუშაობის, შინაარსის შექმნის და ვებგვერდის ადმინისტრირების საფუძვლებს.

მნიშვნელოვანია, საბოლოო პროდუქტის თავსებადობა სტანდარტულ ბრაუზერებთან და პროგრამული/აპარატურული უზრუნველყოფის კომბინაციებთან.



ვებდიზაინერმა უნდა შეძლოს:

 

•   ვებ საიტის აწყობა HTML და CSS-ში;
•   ვებ საიტის ოპტიმიზაცია სხვადასხვა ბროუზერებისთვის;
•   პროგრამირება PHP ენაზე;
•   მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (MySQL).



კონკურსის ეტაპები:


კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:


I ეტაპი - შემოსული სააპლიკაციო ფორმების გადარჩევა (დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);


II ეტაპი - სააპლიკაციო ფორმების განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს შორის გაიმართება კონკურსი.

 

გამარჯვებულ კანდიდატებს WorldSkills Georgia-ს ექსპერტები WorldSkills International-ში მონაწილეობის მისაღებად მოამზადებენ.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა

მისამართებზე 2012 წლის 15 დეკემბრიდან 2013 წლის 15 იანვრის ჩათვლით:

 

შემდუღებელმა - welding@worldskills.ge

მზარეულმა - cooking@worldskills.ge 

ვებდიზაინერმა webdesign@worldskills.ge

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

E-mail: info@worldskills.ge

მობ.: +995 577 278841