FAQ

საქართველოს გუნდი WorldSkills–ის 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაზე

3 აგვისტო 2015

WorldSkills Georgia-ს კონკურსში გამარჯვებული საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები მიმდინარე წლის აგვისტოში, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. სან-პაულოში გამგზავრებამდესაქართველოს გუნდის ბოლო, გასამხნევებელი შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან. მინისტრმა შეხვედრაზე პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაღალი რანგის საერთაშორისო კონკურსში ქართულ გუნდს წარმატებები უსურვა.

WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. პროექტი 2012 წელს დაიწყო და მას სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ახორციელებს.

2014 წლის დეკემბერში თბილისში ჩატარდა WorldSkills Georgia -ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში - შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე. სწორდ ამ შეჯიბრებაში გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა (თითოეულ პროფესიაში, სამი საპრიზო კატეგორიიდან პირველ ადგილზე გასულები) იღებს მონაწილეობას WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2015 წლის 11-16 აგვისტოს, ქალაქ სან-პაულოში გაიმართება.

Worldskilsის ფრგლებში წელს პირველად ტარდება სამთავრობო შეხვედრა, რომელსაც 64 ქვეყნის მაღალი დონის თანამდებობის პირები დაესწრებიან. შეხვედრის მიზანია პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე მსჯელობა და თანამშრომლობაზე შეთანხმება.დაგეგმილია საერთაშორისო ბიზნესებისწარმომადგენლებთან შეხვედრებიც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლობას შეხვედრაზე GIZ-თან ერთად უზრუნველყოფს გაეროს განვითარების პროგრამა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პროფესიული განათლების საკითხებში.

WorldSkills-ის რიგით 42-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2013 წლის ივლისში ქალაქ ლაიფციგში გაიმართა. ქართველი მონაწილე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა და დაჯილდოვდა წარმატების მედლით - MEDALION OF EXCELLENCE. იგი ასევე დაჯილდოვდა მედლით - BEST OF NATION.

საქართველოს გუნდი WorldSkills–ის 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაზე