მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

10 ნოემბერი 2015


6 ნოემბერს მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტები განიხილეს.

საბჭომ, რომელშიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს დურგლის, რძის გადამმუშავებლის, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებლის პროფესიული სტანდარტებისა და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ.

მრეწველობის, კვების პროდუქტების გადამუშავების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა