შეხვედრა შრომის ბაზრის კვლევის წინასწარი შედეგების განხილვის მიზნით

16 სექტემბერი 2015

11 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში "პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ინიციატივით გაიმართა შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების მართვისა და განვითარების, ასევე დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებისა და შემდეგომი საქმიანობის დაგეგმისთვის შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის წინასწარი შედეგების განხილვა იყო.

პროფესიული განათლების რეფორმისა და შრომის ბაზრის ფორმირების სტრტაგიების შესაბამისად შრომის ბაზრის კვლევისა და პროგნოზირების მიმართულებით მუშაობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლიდან დაიწყო. "პროფესიულ კვალფიკაციათა განვითარების ხელსეწყობის პროგრამა" თავისი მიზნების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტთან.

შეხვედრა შრომის ბაზრის კვლევის წინასწარი შედეგების განხილვის მიზნით