15 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ლატვიის 28 კაციანი დელეგაცია ეწვია. დელეგაცია ლატვიის კერძო და საჯარო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელი პირებისგან შედგებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების კუთხით მიმდინარე რეფომების გაცნობა იყო. სტუმრებს "პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამამ" უმასპინძლა. პროგრამის კონსულტანტმა ლატვიელ სტუმრებს გააცნო საქართველოში მოდუური პროგრამების დანერგვის კუთხით მიმდინარე საქმიანობა და მიღწევები. ლატვიელმა სტუმრებმა მიმდინარე რეფორმებს მოწონებით შეხვდნენ და ამ კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
ლატვიის დელეგაცია საქართველოში კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება და ქვეყანაში კვირის ბოლომდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას ორმხრივ ღონისძიებებში მიიღებენ და ეწვევიან პროფესიული განათლების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით.