FAQ

შეხვედრა ფოკუს-ჯგუფთან

5 ოქტომბერი 2015


2 ოქტომბერს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თანამშრომლებმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან შემდგარ ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მოდულური პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებული იმ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რასაც ყურადღება უნდა გამახვილდეს დანერგვის მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში.

დაწესებულებების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ მიმდინარე სასწავლო წლიდან დაიწყონ მოდულური პროგრამების განხორციელება. პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლები 2015 წლის ბოლომდე მონიტორინგისა და მხარდაჭერის მიზნით დაწესებულებებში რამდენიმე ვიზიტს განახორციელებენ. მიმდინარე წელს 36 საგანმანათლებლო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით 100-მდე მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას დაიწყებს, რაც უპირატესად პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ სწავლებას გულისხმობს და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ ალბათობას განაპირობებს.

 

შეხვედრა ფოკუს-ჯგუფთან