განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ბატონი მუხთარ მამადოვი, საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი ბატონი ელნურ ალიევი და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ატაშე ქალბატონი ელმირა აღაევა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას გაეცნენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ცენტრის საქმიანობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.