28ოქტომბერი, 2015
26 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტები განიხილეს.
საბჭოს წევრებმა, რომელშიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან შეყვანილნი, დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს ამ დოკუმენტების დასამტკიცებლად.
საბჭოს ყველა წევრმა ხაზი გაუსვა განსახილველ დოკუმენტებზე მომუშავე ჯგუფების წევრთა მაღალ კომპეტენციას და დოკუმენტების მომზადების მაღალ დონეს.