18-24 ოქტომბერს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების პროგრამის მენეჯერი კახაბერ ერაძე და მოდულური პროგრამების დანერგვის კოორდინატორი ნანი დალაქიშვილი განათლების სისტემის წარმომადგენლებთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული განათლების საკითხებში გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში ჯგუფის წევრები ეწვივნენ ბავარიის საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და კოლეჯებს, დაესწრნენ სასწავლო პროცესს და შეხვედრები გამართეს გერმანიის განათლების სამინისტროს ოფიციალურ პირებთან. ვიზიტის თემატიკა მოიცავდა ბავარიის განათლების სისტემას, კვალიფიკაციებს, დუალურ განათლებას, საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო გარემოს, სასწავლო პროცესს, შეფასების სისტემას, საგანმანათლებლო რესურსებს, პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების სისტემას.