2015 წლის 19 ნოემბერს, 14:00 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ით განსაზღვრულ ქვედარგი/სპეციალიზაციის სვეტში ქვედარგი/სპეციალიზაციის - ვეტერინარული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დამატების თაობაზე.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.