FAQ

სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

16 ნოემბერი 2015

 

11 ნოემბერს სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტები განიხილეს.

საბჭოს წევრებმა, რომელშიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან შეყვანილნი, დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს ფერმერის, მემცენარის, მეხილეს, მეცხოველეს, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის  პროფესიული სტანდარტებისა და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ.

რაც შეეხება მევენახე-მეღვინის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს, ის დაუბრუნდა ინიციატორს შესაბამისი წინადადებებით.

სოფლის მეურნეობის, სატყეო საქმის, მეთევზეობის, ვეტერინარიის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა