2015 წლის 12 ნოემბერს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დანერგვის მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხდა მოდულური პროგრამების დანერგვაში ჩართულ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების და წარმოდგენილი ანგარიშებში ასახული პრობლემებისა და გამოწვევების განზოგადება. სპეციალისტებს მიეწოდათ ინფორმაცია გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით შემუშავებული მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის კონცეფციის პროექტის შესახებ. დაიგეგმა აღნიშნული პროგრამების დანერგვის მონიტორინგის პროცესის განსახორციელებლად საჭირო ორგანიზაციული საკითხები.
„მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის კომპონენტი უმნიშვნელოვანესია ამ ეტაპზე. დაწესებულებები მიიღებენ ყველა სახის მეთოდოლოგიურ დახმარებას, რათა მოდულური პროგრამების განხორციელება წარმატებით დაიწყოს და გაგრძელდეს“- განაცხადა პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ.