FAQ

სამუშაო შეხვედრა მეთოდოლოგიურ საკითხებზე

16 ნოემბერი 2015

 

2015 წლის 13-14 ნოემბერს კაჭრეთში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი პროფესიულ კვლაფიკაციათა განვითარების მეთოდოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

ჯგუფის წევრებმა გააანალიზეს არსებული მიდგომები და პრაქტიკა და იმსჯელეს იმ მეთოდოლოგიური მიდგომების დახვეწის და ორგანიზაციულ საკითხებზე, რომელთა გათვალისწინებაც  მომავალი წლიდან უფრო ეფექტურს გახდის პროფესიულ კვალიფიკაცაითა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მუშაობას. 

სამუშაო შეხვედრას კაჭრეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა „აისმა“ უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრა მეთოდოლოგიურ საკითხებზე