14-15 ნოემბერს კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში“, გაიმართა სემინარი მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით.
სემინარში მონაწილეობდნენ გაეროს განვითრების პროგრამის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამისა და სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები.
სემინარზე განიხილეს: პროფესიული კვალიფიკაციები ახალი ეროვნული ჩარჩოს მიხედვით, მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესი და მოდულური პროგრამების განხორციელების პრაქტიკული მაგალითები, ასევე მოხდა მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესის მონიტორინგისა და მხარდაჭერის კონცეფციის გაცნობა, მოდულური პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესში გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, მომზადდა წინადადებები მათი გადაჭრისა და პრევენციის მიზნით, რაც შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს გადაეგზავნებათ.
შეხვედრის მონაწილეების მიერ სემინარზე მოდულების დანერგვის მიზნით გაწეული სამუშაოები დადებითად შეფასდა.