FAQ

ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფში მონაწილეობა

18 ნოემბერი 2015

2016 წელს საქართველო ბოლონიის პროცესის „ძირითადი შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობის“ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა იქნება სამ თანათავმჯდომარე (ავსტრია, ბელგია და პოლონეთი) ქვეყანასთან ერთად.

აღნიშნული სამუშაო ჯგუფი შეაფასებს  და ხელს შეუწყობს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული პოლიტიკის განხორციელებას - განათლების ინტერნაციონალიზაციას, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას, განათლების აღიარებას, ხარისხის უზრუნველყოფას, კვალიფიკაციების ჩარჩოს, სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე პრინციპს, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას.

აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში საქართველოს წარმოადგენს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

2016 წელს, საქართველო  ასევე იქნება „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ახალი მიზნებისა და პოლიტიკის შემუშავების“ სამუშაო ჯგუფის  წევრი ქვეყანა, რომელიც განსაზღვრავს ბოლონიის პროცესის შემდგომი ათწლეულის მიზნებს.

სამუშაო ჯგუფების ფარგლებში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებში სტუდენტთა მობილობის, განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის, განათლების და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე.

ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფში მონაწილეობა