2015 წლის 2 დეკემბერს, 14:00 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ფარმაციის ფაკულტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ით განსაზღვრულ ქვედარგი/სპეციალიზაციის სვეტში ქვედარგი/სპეციალიზაციის - კლინიკური ფარმაციის დამატების თაობაზე.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 1 დეკემბრისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577275200 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.