FAQ

ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოციალური, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციისა და ინჟინერიის მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები

30 ნოემბერი 2015

 

25 და 26 ნოემბერს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და სოციალური, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები ჩატარდა.სხდომებზე შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტები განიხილეს.

საბჭოს წევრებმა, რომელებშიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო და წესებულებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან შეყვანილნი, დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს ფარმაცევტ-ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტისა და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.  ასევე, დადებითი რეკომენდაცია მიეცა დამტკიცების შესახებ ინჟინერიის მიმართულების სამ პროგრამას: ქიმიური ანალიზის ლაბორანტს, სურსათის კონტროლის ლაბორატორიის ასისტენტსა და ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი  პროფესიული სტანდარტებისა და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტებს.

რაც შეეხება სოციალური, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომას, საბჭოს წევრები მულტიმედია ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტისა და საგანმანათლებლო პროგრამის განხილვისას ინიციატივით შემოვიდნენ, რაც კვალიფიკაციის გამსხვილებას გულისხმობდა. ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც აღნიშნული საბჭოს წევრები, ასევე პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლები.