30 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შედგა სამუშაო შეხვედრა ვეტერინარიის და მეცხოველეობის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მეცხოველეობის ფერმის ოპტიმალური მოდელის შემუშავების მიზნით.
შეხვედრაზე სსიპ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააკეთეს მათ მიერ შექმნილი ფერმის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, კოლეჯების წარმომადგენლები და შესაბამისი მოდულური პროგრამების ავტორები.
ჩვენი მიზანია სპეციალისტებთან კონსულტირების გზით შევთანხმდეთ მეცხოველეობის არა ინდუსტრიული, არამედ სასწავლო ფერმის ისეთი მოდელზე, რომელიც ეფექტური იქნება დანახარჯების და უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმავდროულად სრულად იქნება მისადაგებული საგანმანათლებლო საჭიროებებს- განაცხადა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ.