FAQ

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით

3 დეკემბერი 2015


2015 წლის 11 დეკემბერს, 15:00 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ით განსაზღვრულ ქვედარგის/სპეციალიზაციის სვეტში ქვედარგი/სპეციალიზაციის - ქიროპრაქტიკის დამატების თაობაზე.


დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.