FAQ

ელექტრონული პლატფორმა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად

7 დეკემბერი 2015


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების (UNDP) პროგრამის ქვეპროექტის - განათლების ხარისხი და ელექტრონული მართვა - მეორე ფაზის ფარგლებში ტრენინგები მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების წევრებისა და ექსპერტების ნაწილმა ტრენინგი უკვე გაიარა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ტრენინგები ჩატარდება ცენტრის თანამშრომლებისთვისაც.

ქვეპროექტის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შეიმუშავა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ავტომატურს გახდის ცენტრის ყველა ოპერაციას და მოიცავს ინტერფეისებს არა მხოლოდ თანამშრომელთათვის, არამედ, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთათვის, სტუდენტებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ცენტრი ემსახურება.

ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით ელექტრონული მართვის კონცეფციისა და ინტეგრირებული ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისად, ელექტრონული პლატფორმის დანერგვისა და მისი შემდგომი განვითარების შედეგაც ცენტრის მიერ განხორციელებული ოპერაციები გაუმჯობესდება და უფრო ეფექტური და პროდუქტიული გახდება.

პროექტს ხელმძღვანელობს UNDP-ის მიერ დაქირავებული საერთაშორისო კონსულტანტი სანდრო შელია. პროექტის დანერგვა 2016 წლიდან დაიწყება.

ელექტრონული პლატფორმა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად