FAQ

ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების და მომსახურების მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები ჩატარდა

17 დეკემბერი 2015


16 დეკემბერს ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების და მომსახურების მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები ჩატარდა. სხდომებზე შესაბამისი მიმართულებების პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტები განიხილეს.

ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს კინოწარმოების მენეჯერის პროფესიული სტანდარტისა და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ. ასევე, დადებითი რეკომენდაცია მიეცა დამტკიცების შესახებ დამოუკიდებელ მოდულს - „მუშაობა სახელწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში“, რომელიც ივლისში ჩატარებულ დარგობრივ საბჭოზე საბჭოს წევრების მიერ იქნა ინიცირებული.

რაც შეეხება მომსახურების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომას, საბჭოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ სტანდარტებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტებს.

 ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების და მომსახურების მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები ჩატარდა