18-21 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში პროფესიული კვალიფიკაციების მეთოდოლოგიური საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის საკითხებს მოიცავდა.
შეხვედრას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. შეხვედრის ფარგლებში ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულების 50-მდე ექსპერტმა და პროგრამის თანამშრომელმა აღნიშნული დარგის პროფესიების სწავლების თავისებულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და სტუდენტისთვის პროფესიული განათლების მიმზიდველობის, მოქნილობისა და პრიორიტეტულობის გათვალისწინებით დარგებში პროფესიული კვალიფიკაციების ჩამონათვლაზე შეთანხმდნენ.
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა 2013 წლიდან მუშაობს მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. რეფორმის ფარგლებში 2015 წელს პირველად დაინერგა სხვადასხვა მიმართულების 54 მოდულური პროფესიული პროგრამა, რომლებზეც საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.