FAQ

ტრანსპორტის მიმართულებისა და მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები

28 დეკემბერი 2015


24 დეკემბერს ტრანსპორტის მიმართულებისა და მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები ჩატარდა. სხდომებზე შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების პროექტები განიხილეს.

ტრანსპორტის მიმართულების მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს სატრანსპორტო საშუალებების მღებავისა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორის პროფესიული სტანდარტებისა და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ.

რაც შეეხება მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომას, საბჭოს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს იატაკის მომწყობისა და რკინაბეტონის სამუშაოთა შემსრულებელის (მეყალიბე, მეარმატურე, მებეტონე) პროფესიულ სტანდარტებს დამტკიცების შესახებ, ხოლო აღნიშნული პროფესიული სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები დაუბრუნდა ინიციატორს შესაბამისი წინადადებებით.

ტრანსპორტის მიმართულებისა და მშენებლობის, არქიტექტურის მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები