განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2016 წლის 11 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით.
2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2016 წლის 22 იანვრიდან 04 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2016 წლის 09 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 08 იანვრის №11 ბრძანებით მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ