FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან მობილობის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება

13 იანვარი 2016



განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15 იანვარს, 11:00 საათზე 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის თემას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის ადმინისტრირების პროცესი.

მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1.