1 მარტი 2017
გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გრძელდება მუშაობა სკოლის მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსების შემუშავებაზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 28 თებერვალს სამუშაო შეხვედრა გაიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა (დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები) იმსჯელეს საორიენტაციო კურსის სტრუქტურაზე, მისი განხორციელების მეთოდოლოგიაზე, აღინიშნა, რომ კურსის ფარგლებში არსებული დავალებები სახალისო და მარტივი შესასრულებელი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა ოთხი პრაქტიკული საორიენტაციო კურსი,რომელთა პილოტირება მარტიდან დაიწყება.