FAQ

ფასილიტატორებსა და საგანმანათლებლო რესურსების ავტორებს სერტიფიკატები გადაეცათ

14 იანვარი 2016

12 და 13 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლებმა პროგრამაში ჩართულ ავტორებსა და ფასილიტატორებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა 2015 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო ტენდენციებზე ისაუბრეს. პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა ფასილიტატორები, რომლებიც გასულ წელს აქტიურად მუშაობდნენ პროფესიული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებაზე. ასევე, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ის ავტორები, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსები შექმნეს.

ფასილიტატორებსა და საგანმანათლებლო რესურსების ავტორებს  სერტიფიკატები გადაეცათ