განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გაანალიზდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტები მატერიალურ რესურსებთან მიმართებით.
ჯგუფის შეხვედრები ყოველ პარასკევს გაიმართება.