FAQ

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით

27 იანვარი 2016


3 თებერვალს, 14:00 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ით განსაზღვრულ ქვედარგი/სპეციალიზაციის სვეტში ქვედარგი/სპეციალიზაციის - რელიგიის კვლევების დამატების თაობაზე.


დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 2 თებერვლისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.



მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული