FAQ

სემინარი პროფესიული განათლების რეფორმის საკითხებზე

29 იანვარი 2016


27 და 28 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით (2013-2020 წლები) გათვალისწინებული სემინარი თემაზე: „დარგობრივი საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და განახლების მეთოდოლოგიაში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ 11 მიმართულების დარგობრივი საბჭოს წევრები. სემინარის მიმდინარეობის ფარგლებში განხილულ იქნა პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის საკითხები და ის შესაძლო მეთოდოლოგიური მიდგომები, რომელთა გამოყენებითაც მოხდება დარგობრივი საბჭოების მუშაობის წარმართვა მომავალში.

სემინარი პროფესიული განათლების რეფორმის საკითხებზე