28 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ღია კარის დღე ჩატარდა. სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს და მიიღეს საჭირო ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მათთვის საინტერესო კითხვებზე.
შემდეგი ღია კარის დღე 2 თებერვალს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე გაიმართება.
მისამართი ალექსიძის ქ 1, ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)