გაცნობებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილება:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე;
2. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2016 წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე.
იხილეთ ცვლილება