FAQ

სოციალური, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა

2 თებერვალი 2016

1 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სოციალური, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა. სხდომაზე განიხილეს პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის საკითხი, შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები და ამ  სფეროში წარმოდგენილი ინიციატივები.

სოციალური, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პროფესიული სტანდარტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ხოლო არქივისტის პროფესიული სტანდარტი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო-დოკუმენტი ცენტრს დაუბრუნა უკან გადასამუშავებლად ოპტიმიზაციის კუთხით. ასევე, საბჭოს წევრების მიერ არ იქნა მიღებული წარმოდგენილი ინიციატივა ბეჭდური მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების რედაქტორის პროფესიული სტანდარტის შექმნასთან დაკავშირებით.

 

სოციალური, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა