29 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის საკითხი, შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტები და ამ სფეროში წარმოდგენილი ინიციატივები.
ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს გემბანის რიგითი მეზღვაურის/მატროსის პროფესიული სტანდარტისა და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის/მოტორისტის პროფესიული სტანდარტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ასევე, საბჭოს წევრებმა რეკომენდაცია გაუწიეს წარმოდგენილი ინიცირებების: ფრენების უზრუნველყოფის შუქტექნიკური და ელექტროტექნიკური სისტემების ექსპლუატაციის ტექნიკოსისა და აეროდრომების ექსპლუატაციის ტექნიკოსის შესახებ ანალიტიკური სამუშაოების დაწყებას.