FAQ

მობილობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

2 თებერვალი 2016


2 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის რიგით მეორე ღია კარის დღე ჩატარდა. სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს და მიიღეს საჭირო ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მათთვის საინტერესო კითხვებზე. სტუდენტებს განემარტათ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის წესები და დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.

გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობა 4 თებერვალს, 18:00 საათზე დასრულდება. მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე 8 თებერვალს გამოქვეყნდება.

მობილობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა