FAQ

სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

3 თებერვალი 2016

2 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეგმავენ ავტორიზაციის ხუთწლიანი პერიოდის გავლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, ახლიდან წარმოადგინონ საავტორიზაციო განაცხადი.

დაწესებულებების წარმომადგენლებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

შეხვედრა იყო ინტერაქტიული და წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ცენტრი  მსგავსი შეხვედრების გაგრძელებას საავტორიზაციო რეჟიმში მყოფ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გეგმავს.

სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან