FAQ

ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა

4 თებერვალი 2016

 

2 თებერვალს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭო. 

ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების ოპტიმიზაციის საკითხზე მუშაობის დაწყებას. სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული კვლევის ფარგლებში ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოვლენილ მოთხოვნად პროფესიებზე.

ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა