3 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეშეწყობის პროგრამამ დაიწყო ონლაინ კონსულტაციები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. კონსულტაციაში მონაწილეობა მიიღო პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითრების ხელშეწყობის პროგრამის პერსონალმა, ექსპერტებმა და ხუთმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლებიც უკვე ახორციელებენ მოდულურ პროგრამებს:
სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“
სსიპ პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“
სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“
შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი
სსიპ აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან კონსულტაციაში მონაწილეობას იღებდნენ დირექტორები, ხარისხის მენეჯერები და პედაგოგები. მათ მიერ დასმულ კითხვებს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თანამშრომლების მხრიდან გაეცა კვალიფიციური პასუხები.
მნიშვნელოვანია, რომ, ონლაინ კონსულტაციები გაიმართება სისტემატურად, ყოველ ოთხშაბათს დღეს 12-დან 13 საათამდე. დაინტერესებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ Skype- ს საშუალებით მისამართზე vet.moduluri
„ონლაინ კონსულტაციები ერთის მხრივ დაზოგავს საგანმანათლებლო დაწესებულებების დროით და ფინანსურ რესურსს, რაც მათ ცენტრში კონსულტაციების მისაღებად განხორციელებულ ვიზიტებს უკავშირდებოდა, ხოლო მეორეს მხრივ, საშუალებას მისცემს დაწესებულებების პერსონალს ოპერატიულად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია“ - განაცხადა პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ.