FAQ

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით

8 თებერვალი 2016

5 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შედგა საქართველოში პროფესიული განათლების და დასაქმების რეფორმების ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენელთა შეხვედრა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსთან და შრომის ანაზღაურების სქემასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია მოდულური პროგრამების ფარგლებში მასწავლებლის დატვირთვის მოცულობის და ანაზღაურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ირგვლივ.

 

შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით