FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა საყურადღებოდ!

14 მარტი 2012

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების შესახებ. ტრენინგები ჩატარდება ინდივიდუალურად დამკვეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ტრენინგის მიზანია რეესტრის ინტერფეისის, სტრუქტურის, მენიუს გაცნობა და შესასრულებელი ოპერაციების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
დაწესებულებებს, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში,   წერილობით უნდა მიმართონ ცენტრს ელექტრონულ მისამართზე info@eqe.ge. წერილში მითითებული უნდა იყოს მონაწილეთა საკონტაქტო ინფორმაცია თანდართული ფორმის შესაბამისად.

დაწესებულებების ელექტრონული რეესტრი შინაარსობრივად მოიცავს:
• „საგანმანათლებლო პროგრამების“
• „საგანმანათლებლო კლასიფიკატორის“
• „საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის“
• „სასწავლებლის სტუდენტების“
და სხვა მოდულებს,

შესაბამისად, ცენტრის რეკომენდაციით დაწესებულების მხრიდან შემდგომში რეესტრის სრუყოფილი წარმოებისათვის, სასურველია ტრენინგში პასუხისმგებელი პირების (ადმინისტრატორის და ოპერატორის) გარდა ჩართულნი იყვნენ დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის,  ადამიანური რესურსების მართვის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების წარმომადგენლები.

დანართი

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურში.  (მისამართი, თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1. ტელ: 220 0 220 3523)

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა საყურადღებოდ!