5 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სატყეო საქმის მიმართულებით არსებული პროფესიული კვალიფიკაციების შესახებ. ასევე, სატყეო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსების მომზადების მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის კოორდინირებულად წარმართვის მექანიზმების შესახებ.
შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მუშავდება ახალი „ტყის კოდექსი“, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო იქნება, რომ ტყეში გასატარებელი ყველა ღონისძიება სერტიფიცირებულმა თანამშრომლმა შეასრულოს.
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე შემუშავებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტები და შესაბამისი მოდულები სამი მიმართულებით: „ხის ჭრის ოსტატი“, „ტყის მცველი“ და „ტყის კულტურების ოსტატი“.
სატყეო საქმის მიმართულებით ახალი პროფესიული სტანდარტებისა და ჩარჩო დოკუმენტების საბოლოო მომზადების პროცესი დასკვნით ფაზაშია. საგანმანათლებლო პროგრამები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ჩართულობით რამდენიმე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდება, რაც ამ მიმართულებით არსებული კადრების დეფიციტს შეავსებს.