FAQ

ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა

8 თებერვალი 2016

5 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის საკითხი, შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტი და ამ სფეროში წარმოდგენილი ინიციატივები.


ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივმა საბჭომ რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს კბილის ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ასევე, საბჭოს წევრებმა რეკომენდაცია გაუწიეს წარმოდგენილი ინიცირების - განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირის დამხმარე-ინსტრუქტორის შესახებ ანალიტიკური სამუშაოების დაწყებას.

ჯანდაცვის, სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა