8 თებერვალს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭო. სხდომაზე განიხილეს პროფესიული კვალიფიკაციების ოპტიმიზაციის საკითხი, სამოქალაქო განათლების მესამე საფეხურის დამოუკიდებელი მოდული და ამ სფეროში წარმოდგენილი ინიცირებები.
ხელოვნების, განათლების, ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივმა საბჭომ, რომელიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დადებითი რეკომენდაცია მისცა ცენტრის დირექტორს სამოქალაქო განათლების მესამე საფეხურის დამოუკიდებელი მოდულის დამტკიცებასთან დაკავშირებით.